"მოგიწოდებთ, დროზე გამოიტანეთ მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი ზეწოლა სასამართლოზე და შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება" | ნიკა გვარამია საგამოძიებოს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიტანოს მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობის დადგენილება იმისთვის, რომ საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცეს და პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართონ:  

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ბატონ კაციტაძეს - დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება , რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს, სამარცხვინო, უკანონო სასამართლოს , მაგრამ მაინც შევძლოთ და მივმართოთ სასამართლოს და მასზე ბოლომდე განვახორციელოთ საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, დროზე იქნას გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. 
ასევე, პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებების გარეშე, თავად შეუძლია, რომ გააკეთოს ეს და მოვუწოდებ, რომ გააკეთოს ეს" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი