სამოქალაქო აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე თავდასხმის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია იწყება შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან. ფიცხელაურის ახლობლები და ადგილობრივი აქტივისტები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დროულად და სამართლიანად გამოიძიონ საქმე.
ფიცხელაური გუშინ საღამოს, 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა. ფიცხელაურის თქმით, წმინდაწყლის დასახლებაში, მისივე სახლთან ჩაუსაფრდნენ, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, ქალაქგარეთ წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა აქტივისტს წაართვეს პირადი ნივთებიც. ფიცხელაურიც და მისი მეუღლეც მომხდარს მათ სამოქალაქო აქტივობას უკავშირებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც - ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
იხილეთ: