პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძალადე, სანქცირებული მაღალჩინოსნების დაჯილდოებას ეხმაურება.
"გუშინ, PACE-მ მოითხოვა ძალადობის შეწყვეტა პოლიციის მხრიდან, დღეს კი მარიონეტმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის ცნობილი ხარებაც, დააჯილდოვა", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოლიგარქის მოძალადე, სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
რაც შეეხება ევროსაბჭოს - PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:
რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში
მოგვიანებით, ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.