"ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დათქმები "ოცნების" დელეგაციის ცნობისთვის" | PACE-მ რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და განსაზღვრულია "ქართული ოცნების" დელეგაციის ცნობისთვის კონკრეტული დათქმები.

გარდა ამისა, რეზოლუციით მოთხოვნილია, "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტოს ძალის გამოყენება მანიფესტანტების მიმართ; შეწყვიტოს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მანიფესტანტების და აქტივისტების/ჟურნალისტების წინააღმდეგ; დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსული კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები და სხვა დრაკონული კანონები.

ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:

  • სხვადასხვა კომიტეტის წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დაკვირვების უფლება; 
  • მომხსენებლად ყოფნის უფლება; 
  • ასამბლეაში თანამდებობის დაკავების უფლება; 
  • ასამბლეის წარმომადგენლობის უფლება.

კენჭისყრამდე რეზოლუციაში "ოცნების" წევრებმა შესწორებები დააინიციირეს, რაც ჩავარდა.

რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი