"მთავარი არხის" დამფუძნებელი თავისივე კომპანიის წინააღმდეგ - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის მიზანმიმართული ქმედებების გამო, ტელეკომპანიის მუშაობა ამ დრომდე პარალიზებულია.
"მთავარი არხის" ყოფილი დამფუძნებელი ნიკა გვარამია იმ გარემოებებზე საუბრობს რომლითაც დასტურდება, რომ ოლიგარქ ივანიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის მიზნები ტელეკომპანიის განადგურებასთან დაკავშირებით ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.
ნიკა გვარამია საუბრობს, როგორ ცდილობს ოქუაშვილი ,,მთავარი არხი'' თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს და ამისთვის მზადაა, არხზე რუსული ფულიც კი შემოიტანოს. მისი თქმით ოქუაშვილის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ,,მთავარ არხთან'' დაკავშირებით შეხვედრებს ამ საკითხზე, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან მართავდა.
ჭიჭინაძე ,,ქართული ოცნების'' ყოფილი დეპუტატი და პარტია ,,ტრიბუნას'' დამფუძნებელია. ის ამ ბრალდებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები აქვს, მათ შორის, რუსეთის დედაქალაქშიც.
ნიკა გვარამიამ გადაცემა "ღამის მთავარში" ზაზა ოქუაშვილის ბოლო საჯარო წერილიც გაიხსენა სადაც ის ამბობს, რომ თითქოს გვარამია მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე თავის მეუღლის, სოფო ლილუაშვილს დანიშვნას სთავაზობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
,,მთავარი არხის'' ყოფილმა დამფუძნებელმა ,,ღამის მთავარში'' ტელეკომპანიის იმ წილის დათმობაზეც ისაუბრა, რომელიც ახლა მისი მეუღლის საკუთრებაშია. ნიკა გვარამიამ იგივე გაკეთება ურჩია ზაზა ოქუაშვილსაც.
იხილეთ: