ისაკო დევიძის სახლიდან ივანიშვილის პოლიციამ სესხად გამოტანილი ფული წაიღო, რომელიც ისაკოს დედის ოპერაციისთვის იყო განკუთვნილი:
"ისაკო დევიძე დააკავეს.
სახლიდან წაიღეს მისი, მისი დის და დედის პირადი და სამსახურეობრივი ნივთები.
წაიღეს თანხა, რომელიც ისაკოს დედამ სესხად გამოიტანა რამდენიმე დღის წინ, იმისთვის რომ ოპერაცია გაეკეთებინა.
წაიღეს საქართველოს და ევროკავშირის დროშა.
გადმოაყირავეს ყველაფერი და გასარეცხ ტანსაცმელშიც კი იქექეს"- წერს გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.
პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ცოტა ხნის წინ დააკავა.
განახლება: ოპერაციისთვის საჭირო თანხა, მოქალაქეებმა ნახევარ საათში შეაგროვეს.