"მას შემდეგ გავხდი ცუდად, რაც დავინახე, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ დედაჩემს, რომელიც ვიდეოს მიღებდა, ორმა ძალიან მაღალმა ადამიანმა დაუწყო ჯაჯგური. დედაჩემს აქვს წელის პრობლემა და ცუდად გავხდი, რამე არ დამართონ-მეთქი. დამეწყო პანიკური შეტევა" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნენსი ვოლანდმა, რომლის სახლშიც ივანიშვილის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
ნენსი ვოლანდი პოლიციასთან საუბრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და მის სახლში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ადვოკატის განცხადებით, მათ გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ოლიგარქის პოლიცია ნენსი ვოლანდს პოლიციაში ძალით "უშნო ფორმით" გადაყვანით დაემუქრა. პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა ნენსი ვოლანდის დედასაც, რომელიც ამ მოვლენებს ტელეფონით იღებდა.