დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი ისაკო დევაძე. მასთან ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატს, შესაბამისად, დაზუსტებით უცნობია რა სტატუსით იმყოფება პოლიციაში დევიძე და რას ედავებიან მას.
"2 000 ლარი მქონდა სახლში დადებული, ოპერაცია მჭირდება და ისიც აღარ დამხვდა ადგილზე... ისაკომ გააკეთა სესხი ერთი კვირის წინ" - ამბობს ისაკო დევიძის დედა, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე, რომელსაც ივანიშვილის პოლიციამ ის არ დაასწრო.
ჩხრეკას არ დაასწრეს არც ადვოკატი. ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დევიძეს დაცვის უფლება ეზღუდება.
შსს-ს ცნობით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მას 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
იხილეთ: