მამაოს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, რამდენიმე დღეა სოფელ მოხეში, ქვაბიჯვრის დედათა მონასტერს აფარებს თავს.
ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე "შაბათის მთავარმა" იპოვა, თუმცა ის დაიმალა და მის მიმართ არსებულ არაერთ კითხვასაც არ უპასუხა.
ნიკოლოზ გეწაძეს მრევლი ქალები სექსუალურ შევიწროებაში ღიად ამხელენ. ირკვევა რომ არქიმანდრიტი აღსარების ჩასაბარებლად მრევლს სახლში იბარებდა, შემდეგ კი მათ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. არსებობს აუდიო ჩანაწერი, სადაც ზარზმის მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარი თვითონვე ადასტურებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტს მისი მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.
სასულიერო პირს ამ დროისთვის მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს. საპატრიარქომ ის მონასტერში მონანიებისთვის გაუშვა.
დედაოები კი, რომლებიც მამა ნიკოლოზს მონასტერში იფარებენ, გავრცელებულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებენ.
მართალია, ზარზმელმა სასულიერო პირმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, თუმცა, ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც მთავარმა ექსკლუზიურად მოიპოვა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების მონაყოლს ადასტურებს. მამაომ საკუთარი მრევლის წევრ ბიჭებთან აღიარა , რომ აღსარებაზე მისულ ქალებს კოცნიდა.
ნიკოლოზ გეწაძეზე მრევლის მონაყოლის შესახებ იცის ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე თეოდორე ჭუაძემაც. მივედით მის რეზიდენციაშიც. თუმცა, ჩვენთან განმარტების გაკეთება არც მან ისურვა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ზარზმელი სასულიერო პირის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სააშკარაოზე გამოიტანა, მისივე მრევლის წევრი -ნიკოლოზ ბერიძეა. ის წლების განმავლობაში ზარზმის მონასტერში გალობდა. საკმაოდ ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, როგორც მაღალი იერარქიის ასევე დაბალი იერარქიის სასულიერო პირებთან.
იხილეთ: