ზარზმის მონასტრის წინამძღვარს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ | აუდიოჩანაწერი და დაზარალებულების მონაყოლი

გამოქვეყნდა:

ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, მრევლი  -  ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროებაში ღიად ამხელენ. "მთავარმა არხმა" ძალადობის 3 მსხვერპლი ჩაწერა. ახალგაზრდა ქალები, ვინც წლების განმავლობაში მამაოს მრევლი იყვნენ და აღსარებასაც აბარებდნენ, მათ სექსუალურად წლების განმავლობაში ავიწროვებდა. ქალები ყვებიან, რომ არაერთხელ იყო შემთხვევა როდესაც არქიმანდრიტი აღსარების ჩასაბარებლად მრევლს სახლში იბარებდა და მათ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. ქალების მონაყოლით ირკვევა, რომ  ბოლო შემთხვევა 4 თვის წინ სექტემბერში მოხდა; "მთავარმა არხმა" აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ადასტურებს, რომ ასეთ ფაქტს მისი მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკანდალური ინფორმაციის გახმაურების შემდეგ,  სასულიერო პირმა ქვეყანა დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი