დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში | "ოცნების" ერთმა დაჯგუფებამ მეორე გაანეიტრალა

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ თანამდებობიდან გაშვების ამბავი, სოციალური ქსელიდან შეიტყო. გადაწყვეტილების ავტორი ვინ არის არავინ იცის, თუმცა შემსრულებელი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეა. "მთავარ არხთან" ინტერვიუში გეგეშიძე ამტკიცებს, რომ ამით ყოფილი  მთავარი მწვრთნელი კი არ დააქვეითა, არამედ დააწინაურა. მეტიც, იანტბელიძეს სიურპრიზი მოუწყო და თავის მოადგილედ გადაიყვანა. რეალურად კი ვიცე-პრეზიდენტის ეს პოსტი იანტბელიძისთვის კარიერული წინსვლა ნამდვილად არ არის. ამით "ოცნების" ერთმა დაჯგუფებამ მეორე დაჯგუფების გავლენები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებში გაანეიტრალა. 

გიორგი იანტბელიძე ოლიგარქიული რეჟიმის სტაჟიანი ზონდერია. ის კორცხელის თავდასხმიდან დაწყებული, დღემდე,  წლიდან წლამდე ოპოზიციის ცემით ცდილობდა რეჟიმისთვის ერთგულების დამტკიცებას.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი