"სოლიდარობა მირიან ბერულავას" | ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ჟურნალისტების აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობა მირიან ბერულავას" - ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ჟურნალისტების აქცია გაიმართა. 

მედიის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. 

სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მირიან ბერულავამ ადვოკატს განუცხადა, რომ დაკავების მიზეზად პოლიციამ მისივე ფრაზა "არ ვენდობი სისტემას" დაასახელა, თუმცა ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა პოლიციელებს აგინა. 

"ვინც იცნობს მირიან ბერულავას, ყველამ იცის, რომ ის არის ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ადამიანი, ზოგადად მის ლექსიკაში არ არის ბილწსიტყვაობა და წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ მან სამართალდამცველებს აგინა. რაც შეეხება იმას, რომ მან პოლიციელებს უთხრა, სისტემას არ ვენდობი, გვინდა, ვუთხრათ საგამოძიებო სამსახურებს – დიახ, არც ჩვენ ვენდობით სისტემას, მოვიდნენ და დაგვაკავონ," - განაცხადეს ჟურნალისტებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან. 

მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი