ჟურნალისტი და აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ დააკავა სიტყვებისთვის - "არ ვენდობი სისტემას" - ამის შესახებ "მთავარ არხს" ბერულავას ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ განუცხადა.
"მირიან ბერულავა, აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა წყალტუბოსა და გეგუთის პოლიციამ იმისთვის, რომ მირიან ბერულავამ მათ საუბრისას განუცხადა, რომ ის არ ენდობა სისტემას. ეს ჩათვალეს შეურაცხყოფად და შესაბამისად შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და დააკავეს ადმინისტრაციულად" აღნიშნა ადვოკატმა.
ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.