ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, იზოლატორიდან შეყვანილ ოთხ ადამიანს ტვინის შერყევა აქვს, ერთ-ერთს თვალბუდის დაზიანებაც

გამოქვეყნდა:

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. კლინიკის ექიმის ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნება თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ის ოპერაციას არ საჭიროებს.

„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

ივანიშვილის "სამართალდამცველებმა" გუშინ, 2 თებერვალს 31 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. თითქმის ყველა მათგანი ნაცემია.

იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი