2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6 პროცენტით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით,
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით.
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8 პროცენტით.
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 10 პროდუქტი და მომსახურება, რომელიც 2025 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. 

  • მწვანილი 88%
  • ბადრიჯანი 74%
  • კომბოსტო 62%
  • ნიორი 35%
  • კივი 35%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 27%
  • მწვანე ლობიო 24%
  • ბრინჯი 20%
  • პომიდორი 20%
  • სკოლა-ლიცეუმის გადასახადი 18%

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი