პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქიული რეჟიმის ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, შეურაცხმყოფელი მიმართვების სამიზნე იყო, თუმცა მაშინ ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს.
"არ ვიცი არ ვიცი. მთელ ამ წლების განმავლობაში გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დე ფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ "ღირსეული ქცევისგან" თავი არ შეუკავებია! თუმცა, მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!! ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა, გაგონებაც არ უნდათ იმის, რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე. ეჰ … რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს…! ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე: ათასობით ლარი ჯარიმის სახით და პატიმრობის გაზრდილი დღეები | ოლიგარქიული რეჟიმი რეპრესიული კანონების მიღებას აგრძელებს