მაია მწარიაშვილის განცხადებით, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, "ვივა მედის" პალატაში მოშიმშილე ადამიანს საკვები დაუტოვეს. როგორც მწარიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას განაცხადა, ამაღლობელთან დღეს შესულ ადვოკატს იქ საკვები დახვდა:
"როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა , რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. საკვები მას უნდა შესთავაზონ ყოველდღიურად , მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს კვებაზე. ამიტომ, როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა, შემდეგ გაიტანეს ეს საკვები" ამბობს მწარიაშვილი.
იხილეთ ასევე: