"დაასრულე რეჟიმი" | ოლიგარქის პოლიციამ თსუ-ის სტუდენტები წარწერის გაკეთების გამო დააკავა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ოლიგარქის პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - აჩი გოჩტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილი. რეჟიმი სტუდენტებს წვრილმან ხულიგნობასა და "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას" ედავება.

"დააკავეს თსუ-ის სტუდენტები - აჩი გოჩტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე. გადაყვანილი არიან დიღმის იზოლატორში. ადვოკატები ჯერ არ ყოფილან. ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის "კანონიერი" მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - წერს ნათია გაბრავა და ამბობს, რომ ახალგაზრდების დაკავება გამთენიას, სტენსილის წერისას მოხდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი