"პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება - გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს" | მაკკლირი

გამოქვეყნდა:

"პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება - გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს და მზია ამაღლობელის ფოტოს აქვეყნებს.

"საქართველოში სიტუაცია უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებსა და ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი", - წერს ჯეიმს მაკკლირი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი