"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს გულგრილობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, რაც მნიშვნელოვნად სწორედ ტურიზმის ინდუსტრიას შეეხო, მათ სამოქალაქო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თამუნა თანდაშვილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია რეჟიმს ემსახურება.
"მინდა, რომ შემომხედოთ. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზის და გარეთაც ბევრი ადამიანია, ვისაც მთელი დეკემბრის განმავლობაში თავში ურტყამდნენ და გაზით გუდავდნენ. ჩვენ ვარსებობთ. ჩვენი ხმა თქვენ არ გესმით, არც კითხვებზე პასუხი გესმით და თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისთანაც წლების მეგობრობა, თანამშრომლობა გვაკავშირებს, ის ინსტიტუცია ხართ, ვისაც გეთანამშრომლეთ ბევრი წელი და დღეს ვნანობ, რომ საერთოს გამარჯობას გეუბნებოდით, იმ გულგრილობისთვის, რასაც თქვენ იჩენთ, იმ არასწორი სამოქალაქო პოზიციისთვის, რაც გაქვთ, იმ მიზნებისთვის და რეჟიმისთვის, ვისაც დღეს ემსახურებით და კი, თქვენ დღეს რეჟიმს ემსახურებით
თქვენ რუსეთი გააქრეთ სტატისტიკიდან და თურქეთზე თვით, რომ უპრეცედენტო ზრდა გაქვთ. საქმეზე ვილაპარაკოთ, კი ბატონო, თქვენ ჩააგდეთ რეფორმა, 2024 წელს არ განახორციელეთ არც ერთი დანაპირები.
რა პრეზენტაცია წარმოადგინეთ, რომ ჩვენ არ ვიცით ხელფასი გვექნება თუ არა, ვიმუშავებთ თუ არა, 2025 წელს საერთოდ რას გავაკეთებთ და თქვენ სხედხართ თქვენი ხელფასებით, მოადგილეებით, დეპარტამენტებით, რეორგანიზაცია ვერ გააკეთეთ. მწყინს რომ ამას გეუბნებით, თქვენ თავი ვერ გაართვით რეფორმას. ჯერ ორი წელი ტურიზმის ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშე იყო. როდესაც მოვიდა პირველ შეხვედრაზე გამოუცხადა საზოგადოებას, რომ ტუროპერატორზე, გიდზე გვჭირდება კანონი ყველა ენთუზიაზმით ვიყავით. როდესაც დონორმა უარი თქვა პარტნიორობაზე, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ვუთხარით დონორს, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ მთავრობასთან მუშაობას. საპასუხოდ მივიღეთ მთელი დეკემბერი თქვენი აბსოლუტური სიჩუმე. მარიამ ქვრივიშვილი არ ესწრება დღეს, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტრსაბჭოს წევრია. გვითხრა, რომ კი, თქვენ აქციაზე ხართ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც გადააჭარბა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ვინაა დასჯილი ან საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ, ინდოეთზე გინდათ ვილაპარაკო და ინდოეთზე დავსვათ კითხვები?" - მიმართა თამუნა თანდაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციას.
დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა - "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები".