ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მან უკვე მეორედ შიმშილობა დაიწყო - "მე-4 დღეა შიმშილობს მანამდე იშიმშილა 5 დღე".
"ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს:
მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.
ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას.
განა რამდენს დაგვიჭერენ?!
არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც!
მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.
ჩემი პასუხია "შეტევაზე -შეტევით".
არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი, ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ,
ჩამოინგრევა ეს რეჟიმი, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს.
მინდა თხოვნით მოგიწოდოთ, სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად," - წერია წერილში.