"ვივა მედში", მზია ამაღლობელთან ექიმების კონსილიუმი შევიდა. მედიკოსებმა უნდა შეაფასონ რეჟიმის პატიმრის მდგომარეობა.
მზია ამაღლობელი უკვე 27 დღეა შიმშილობს. მიუხედავად პირადი სურვილისა დაებრუნებინათ საპატიმროში, ამაღლობელი კლინიკის ხელმძღვანელობამ მაინც ვივა მედში დატოვა, მისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე.
დღეს ამაღლობელი ადვოკატმაც მოინახულა. როგორც მაია მწარიაშვილმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მზია წევს და უტარდება გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული.