მკვლელობა საგარეჯოში - როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, ალინჯას ტერიტორიაზე დღეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.