სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ლოზუნგით - "სლოვაკეთი ევროპაა" მიმდინარეობს | მომიტინგეები რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები ლოზუნგით - "სლოვაკეთი ევროპაა" მიმდინარეობს - მომიტინგეები, პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც ტარდები. სლოვაკები აქციებს ატარებენ პრაღაში, ბრნოში, ბერლინში, კრაკოვში, ლონდონში, ნიუ იორკში, პარიზსა და ლუქსემბურგში.

აქციის მონაწილეები რობერტ ფიცოს პოლიტიკით არიან უკმაყოფილა და შიშობენ იმის გამო, რომ პრორუსი პრემიერი ქვეყნის ევროკავშირიდან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გაყვანას გეგმავს. მომიტინგეები ამბობენ, რომ ხელისუფლება პროტესტის ჩახშობასა და მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, თუმცა მათ იციან, რომ რეალური საფრთხე მხოლოდ ქვეყნის მოქმედი პრემიერისგან მომდინარეობს, რომელიც რუსეთთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა.

"არ დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული პრაქტიკა და პრორუსული პროპაგანდა დომინირებდეს. ფიცო საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის მომავალს დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპაში", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მანამდე, ფიცომ არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში გადატრიალება იგეგმება და მას "მაიდანი" უწოდა, რაშიც უკრაინა დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი