დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შესაბამისი განცხადება ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მე, სავარაუდოდ, შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. დიდი ალბათობით , დაველაპარაკები პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს წმინდა ადამიანური კუთხით. ის, რაც ხდება, საშინელებაა... მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს", - თქვა ტრამპმა.

კითხვას, ჩატარდება თუ არა შეხვედრა ვაშინგტონში, ტრამპმა ასე უპასუხა: "შესაძლოა ვაშინგტონში - მე იქ [კიევში] ჩასვლას არ ვაპირებ". 

ეს იქნება პირველი შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის, მაშ შემდეგ, რაც ის თეთრ სახლში დაბრუნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი