ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებს არ ცნობს.
როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტები უნივერსიტეტის ფოიეს დატოვებას არ აპირებენ, სადაც უკვე 26 დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ.
"დღეს ჩვენი უწყვეტი პროტესტის 26-ე დღეა. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ფოიე დავიკავეთ, ყოველ ღამე ვათენებთ აქ და აქტიურად ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს ჩვენი სივრციდან. ჩვენ არ ვცნობთ შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებს და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ამ დრაკონული კორექტირებებისა, ჩვენ მაინც აქ ვართ და ვიქნებით, სანამ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ", - წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: ოლიგარქის პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო