მედიის გამოჩენის შემდეგ, ოლიგარქის პოლიციამ უნივერსიტეტების ტერიტორია დატოვა

გამოქვეყნდა:

მედიის მისვლის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, რომ თსუ-სთან სეუ-სთან და თეატრალურთან საპატრულო და დაკავების მანქანები იდგა

სამივე უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტებს უწყვეტი პროტესტი აქვთ გამოცხადებული და ფოიეებში ღამეებს ათევენ. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ცნობისთვის, "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონი, მათივე დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში გუშინ შევიდა. ცვლილებების ფარგლებში: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება იკრძალება.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი