2024 წელს თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების 40 346 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ კვლევას "გალტ & თაგარტი" აქვეყნებს.
2024 წელს ყველაზე მეტი საცხოვრებელი (7 924) დიდ დიღომში გაიყიდა, მეორე ადგილს 6 368 გაყიდული ბინით საბურთალო იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სამგორი 5 613 ბინით.
2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე, 1.8 მლნ მ2საერთო საცხოვრებელი ფართით, ისევე როგორც გაყიდვების მიხედვით, 2024 წელს გაცემული ნებართვების მიხედვითაც სამეულში საბურთალო (ჯამურის 23%), დიდი დიღომი (18%) და სამგორია (17%).
რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს თბილისში. "გალტ & თაგარტის" მიერ შერჩეული დეველოპერების გამოკითხვის თანახმად 2024 წელს უძრავი ქონების მყიდველთა 79% საქართველოს მოქალაქე იყო, 2% რუსეთის, 10% ისრაელის და 9% სხვა ქვეყნების. 2023 წელთან შედარებით გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების მაჩვენებელი 6%-ით, რუსეთის შემცირებულია 4%-ით და საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელიც 4%-ით.
"გალტ & თაგარტის" კვლევის თანახმად დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტის შედეგად გაყიდვები წლიურად 9.0%-ით შემცირდა