რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა | ოლიგარქის პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა - ოლიგარქის პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა. 

მანამდე, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა - სწორედ ამას მოჰყვა დაძაბულობა, რა დროსაც რეჟიმმა მოქალაქეების დაკავება დაიწყო. 

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პოლიტპატიმრები.

ადგილზე მოქალაქეები სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქის!", "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!", "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!", "დამხობა რეჟმს, თავისუფლება ტყვეებს!", "ხალხი ითხოვს სამართალს!" და სხვა.
 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი