"გაუსწორეს, ახლა "აჩოტს" მისცემენ, რომ ვცემეთო... ვერავის ვერ შეაშინებთ" | გაბიტაშვილი ნიღბიანების თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი გამოუშვან ვინც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ არაფრის არ მეშინია. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან. მაგრა მოაწყეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდე და მცემთ, ძაან სასაცილოა. არ ვიცი ვინ იყვნენ, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. მაღაზიაში შევედი და მერე წავიდნენ...ახლა პოლიციას გამოვიძახებ , ამ ყველაფერს აღვწერთ

გაუსწორეს, ახლა "აჩოტს" მისცემენ, რომ ვცემეთო, ჩვენ ჩვენი გავასწორეთო იქო [აბუ დაბიში] რაც ქნაო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ თუ რამე უნდოდათ? "

ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ, სამი ნიღბიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი