ტიტუშკების თავდასხმის შედეგად, ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს

გამოქვეყნდა:

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს.  ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. 

"მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები , თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია . პაციენტს აღენიშნება თავს ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას. " ამბობს კლინიკის ექიმი ანა დალაქიშვილი. 

მომხდარზე გამოძიება ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაიწყო

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი