"საქართველოში ვიყავი ათი დღის წინ და ვიცი, რომ საზოგადოება იქ თავს ევროპელად თვლის და სურს ევროპაში ინტეგრაცია, მაგრამ "ქართული ოცნება", მგონია, რომ ამავე მოსაზრების არ არის. მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან და ეს დიდი შეცდომა იყო. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელშიც მოვითხოვთ ივანიშვილის სანქცირებას. სანქციები ასევე შეეხება საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და სხვა მინისტრებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ეს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს".
- განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, კრისტოფ გომარმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
ამავე თემაზე: