
სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1929 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1988 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7475 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7560 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ცნობისთვის, სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად რეზერვიდან 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.