„უეფამ“ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია „უეფამ“ 2019-2020 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ნომინაციაში - წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - გამარჯვებული პოლონელი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რითაც მან „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელ ნახევარმცველს, კევინ დებრიუნეს და თავის თანაგუნდელს, „მიუნხენის ბაიერნის“ მეკარეს, მანუელ ნოიერს აჯობა.

აქვე, 32 წლის პოლონელმა გასულ სეზონში „მიუნხენის ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის თასი მოიგო. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის ჩემპიონატში ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ერთგან - 15, ხოლო მეორეგან - 34 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, „უეფამ“ გამოავლინა  საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ჰანს დიტერ ფლიკმა მიიღო „მიუნხენის ბაიერნიდან"; საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი „ლონდონის ჩელსის“ 27 წლის დანიელი სპორტსმენი, პერნილ ჰარდერი დასახელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი