ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს და ორი მოზარდის გარდაცვალებას ადასტურებს:
"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში." ნათქვამია ინფორმაციაში.
დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან. ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლებიც ამბობენ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო.
იხილეთ: