Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ოლიგარქი ივანიშვილის ქონება 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე, 300 მლნ დოლარით გამდიდრდა. ივანიშვილის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ამ დროისთვის 7.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 399-ე ადგილზეა. ის ამჟამად რეიტინგში ერთადერთი ქართველია. [BM.GE]