"ეს რომ შენი შვილი იყოს..." - ამ სლოგანით ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ, ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვას გამოეხმაურნენ.
მოქალაქეებს თან ჰქონდათ ბანერები: "ეს რომ შენი შვილი იყოს..."; "დაასრულე რეჟიმი"; "დაასრულე სიღარიბე"; "დაასრულე უსამართლობა"; "კიდევ ფიქრობ რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს?!"...
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა და დაიღუპა.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"