2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $242 მილიონი შეადგინა, რაც 8,5%-ით ($23 მილიონით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთიდან (-62%) და გაზრდილია ყირგიზეთიდან (126%). ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია აშშ-დან და ევროპიდან, სადაც ფულის ძირითად წყაროს, ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.
ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.3 მილიონი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის ($26.1 მილიონი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4% მეტია.
ავტორი: ნინო ზედგენიძე