რა თანხა შევიდა იანვარში ბიუჯეტში ჯარიმებით და სანქციებით

გამოქვეყნდა:

საქართველოს 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები თანახმად, იანვრის თვეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებით და საურავებით ბიუჯეტში 17 935 845 ლარია შესული.

ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შემოსავალმა 15 918 782 ლარი შეადგინა. 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები 12 330 225 ლარი.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 727 076 ლარი შევიდა.

უბილეთო მგზავრობის გამო 103 028 ლარი.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან 2 142 096 ლარი.

პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო სანქციებიდან 32 500 ლარი.


ავტორი: ნინო ზედგენიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი