ოლიგარქის ძალოვანი სტრუქტურებისთვის 24 ტონა გაყინული თევზის - ხეკის შესყიდვა იგეგმება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ძალოვანი სტრუქტურებისთვის  24 ტონა გაყინული თევზის - ხეკის შესყიდვა იგეგმება, ამასთან დაკავშირებით ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 26-27 იანვარს განხორციელდა. შეთავაზება მხოლოდ ერთი კომპანიისგან მიიღეს და გამარჯვებულადაც სწორედ ის - შპს იზი გამოცხადდა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უნდა მოამარაგოს ძალოვანი უწყებები ხეკით. ტენდერის ღირებულება 180 000 ლარია.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში ჩამოწერილია ის მოთხოვნები, რომელიც პროდუქციასთან დაკავშირებით არსებობს:

  • თევზი - ხეკი უნდა იყოს გაყინული სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით, შენახვა-ტრანსპორტირების ტემპერატურით არანაკლებ -18 გრადუსი ცელსიუსი), უთავო, გამოშიგნული, ცივი წყლების.
  • ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო.
  • თითიოული თევზის წონა უნდა იყოს არანაკლებ 250 გრამი.
  • მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 4 თვე.
  • დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (არ უნდა იყოს შეფუთული წებოვანი ლენტით ან სხვა საიზოლაციო საშუალებებით) 10-30კგ-იან სურსათისთვის თავსებად მუყაოს ყუთებით. დაფასოებას/ყუთს არ უნდა აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი.

რაც შეეხება შპს იზის. კომპანია 2012 წლის აგვისტოშია დაფუძნებული ქუთაისში. დირექტორი ირაკლი გერაძეა, 100%-ის მფლობელი კი იაგორი გერაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი