რთული ვითარება გურიაში და მოხალისეების თვითორგანიზება | გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ. შესაბამისი ცნობები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.

Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი "მოხალისეები გურიისთვის" , სადაც მოქალაქეები თვითორგანიზებითა და საკუთარი ძალებით რეგიონში ჩასვლასა და ადგილობრივების დახმარებას გეგმავენ.

ხალხი წერს, რომ სათანადო ყურადღებას არავინ აქცევთ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებთან მარტოს უწევთ გამკლავება. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ხალხი წერს, რომ ვერ ახერხებენ იქ მყოფ ახლობლებთან დაკავშირებას. არ იწმინდება გზები. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, სახურავის წმენდისას დაშავებული მამაკაცის კლინიკაში გადასაყვანად, გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს.

გუშინ, ოზურგეთში, ტრაგედიაც დატრიალდა. შუახნის კაცი მეზობელს სახლის სახურავის გადათოვლაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოფიციალური განცხადება, რა სამუშაოები მიმდინარეობს გურიაში, ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი