ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა

გამოქვეყნდა:

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა და უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით:

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი." ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. დიდთოვლობამ ბათუმის აეროპორტის შესასვლელში გადახურვაც დააზიანა. მისი აღდგენითი სამუშაოებიც დასრულებულია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი