ქუთაისში 58 000-მდე აბონენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ფარცხანაყანევის საცავ ნაგებობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც, წყალმომარაგებაც შეწყდა.

ამ დროისთვის, სასმელი წყლის გარეშე 58 000-მდე აბონენტია დარჩენილი.

სასმელი წყლის აღდგენა გათიშული აბონენტებისთვის გვიან ღამით დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი