ზუგდიდში, ოლიგარქის სასამართლომ აქტივისტი როსტომ ზარანდია ადმინისტრაციული წესის დამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო.
როსტომ ზარანდიას ოლიგარქის სასამართლო რეჟიმის პროკურატურის შენობის ფასადზე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სტენსილის გაკეთების გამო [150-ე მუხლის მესამე ნაწილით] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
მანამდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქე როსტომ ზარანდია საკუთარი პროცესიდან გააძევეს და "სასამართლოს უპატივცემულობისთვის" დამატებით 300 ლარით დააჯარიმეს. პროცესი დაატოვებინეს დამსწრე მოქალაქეებსაც.
ავტორი: ემა გოგოხია