საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად - 1.9%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტზე. მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებისა შეძენასა და პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე.
გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიც, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი (2.6%-ით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2%-ით), ხილი და ყურძენი (0.6%-ით) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6%).
ფასები გაიზარდა ჯანდაცვის სექტორშიც, რაც გულისხმობს 3.1%-იან ზრდას სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის შეძენაზე და 1.7%-იან ზრდას ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.
შემცირებული ფასები მხოლოდ განათლებაზე, დასვენებაზე, გართობა-კულტურაზე, კავშირგაბმულობაზსა და კომუნალურ ხარჯებზე გვხვდება.