სპეცოპერაცია ნინოშვილის ქუჩაზე | დაკავებულია 2 პირი - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას 2 მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა.

მათივე განცხადებით, ისინი მანქანით 2 პოლიციელს დაეჯახნენ, რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი