საგანგებოდ მობილიზებული, რეგიონებიდან ჩამოყვანილი მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე პატრიოტთა ალიანსმა ისე შეკრიბა, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცოდა პარტიის პროგრამას თუ უნდა გაცნობოდა.
შეკრებილთაგან ზოგი რუსთაველს ელოდებოდა, ზოგი გალაკტიონს, ზოგი გვიანი შემოდგომით იყო შთაგონებული და ლექსებს ამბობდა:
იმიტომ მოვედი, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. რუსთაველი გვინდა, გალაკტიონი და გადავრჩებით - თქვა აქციის მონაწილემ შეკითხვის პასუხად, რატომ მოვიდა თავისუფლების მოედანზე, მეორე მამაკაცმა კი იგივე შეკითხვას შემოდგოაზე დაწერილი რამდენიმესტროფიანი ლექსით უპასუხა.
ასე რომ მიუხედავად პატრიოტთა ალიანსის დიდი მონდომების ქალაქის მთავარ მოედანზე მისული მოქალაქეების უმეტესობამ არც ის იცოდა ვის აქციაზე იმყოფებოდა, ან რის გამო იმგზავრეს საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქმდე ასობით კილომეტრი. თავისუფლების მოედანზე ალიანსის ლიდერებმა შეკრებილებს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.