"ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "მთავარი არხის" ვებ-გვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ "ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.