თეთრი სამღვდელოების შავი წარსული და დანაშაული, რომელსაც ანაფორა მალავს

გამოქვეყნდა:

თბილისში, 90-იან წლებში ახალგაზრდა ბიჭი ბანდიტური თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა და ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. ჩხუბის მონაწილეების ვინაობა ყველამ იცოდა, მაგრამ დიდი რუსეთი უმძიმესი დანაშაულის მფარველი აღმოჩნდა

ზვიად ჯაღმაიძეს სასულიერო წოდებამდე მძიმე გზის გავლა მოუწია. მოკლული ახალგაზრდის ოჯახის მუქარის გამო ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა. იმ დროს რუსეთის დედაქალაქში უკვე იმყოფებოდა ჯაღმაიძის ბავშვობის მეგობარი შიო მუჯირი. მომავალი მეუფე მოსკოვში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. თბილისიდან გაქცეულმა ჯაღმაიძემ თავი მას შეაფარა. სწორედ აქედან დაიწყო ზვიად ჯაღმაიძის დიდი რუსული ისტორია მღვდლობამდე.  

გავლენიანი მღვდელი თბილისში 2001 წელს დაბრუნდა და  სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სასულიერო პირის ცხოვრებაში მონანიება მნიშვნელოვანია, თუმცა რა შეინანა რუსეთში ყოფნის დროს დეკანოზმა ჯაღმაიძემ ძნელი სათქმელია. მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრების პერიოდი მისთვის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე მღვდლობისთვის სამზადისს. ისტორია რომელიც მოსკოვში დატრიალდა ამის მკაფიო დადასტურებაა. იმ დროს მოსკოვში მყოფმა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ  მრევლის შემოწირულობით საგამომცემლო სტამბა შეიძინა. რომლის დირექტორადაც ჯერ კიდევ ერისკაცი ჯაღმაიძე დანიშნა, მალევე აღმოაჩნა, რომ ძვირადღირებული ქონება მამა მაქსიმეს აღარ ეკუთვნოდა, როცა მღვდელმა საბუთები მოითხოვა და დეტალების მოკვლევა დაიწყო,  თბილისში დააბრუნეს. ახლა  წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური  ამ  ისტორიის გახსენებას ერიდება, თუმცა ზუსტად იცის, რომ  მაშინ მოატყუეს.

დეკანოზ ჯაღმაიძის გავლენები საპატრაირქოში ყოველწლიურად იზრდებოდა, 2012 წლიდან კი,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი პროფესიული რენესანსი ხანა დადგა. ქართულ ოცნებასთან  დაახლოვებულმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოს შიგნით წინა პლანზე წამოწევა დაიწყეს, მათი გავლენები კი განუსაზღველი გახდა. დეკანოზ ჯაღმაიძემ ციანიდის დიდი სკანდალის დროს ამ საქმის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო. მთავარი არხის ინფომრაციით, გასაიდუმლოებული შეხვედრა სიონის საკათედრო ტაძარში შედგა, დეკანოზ მამალაძის ოჯახს საპატრიარქოს გავლენიანი მღვდელი გარიგებას სტავაზობდა - მამალაძეს ციხეში დანაშაული უნდა ეღიარებინა, თუმცა წერილობით უნდა დაეწერა რომ ციანიდის საქმეში პატრიარქის მდივან რეფერანტს არაფერი აკავშირებდა. მაშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პატიმარი მღვდლისგან უარი მიიღო.

სამღვდელოებაში ყველამ იცის, რომ დეკანოზ ჯაღმაიძის გავლენები პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიო მუჯირის დაწინაურების შემდეგ გაიზარდა, მღვდელმთავრის მტავარი დასაყრდები ახლა სწორედ ლევან ვასაძის სკოლის მოძღვარი და მისი კარის მღვდელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეა, ეს არის შუამავალი სახელისუფლებო წრეებთან და ყველა არაოფიციალური მოლაპარაკებების დროს რუსეთის ეკლესიასთან. მძიმე ბრალდებების მიუხედავად დეკანოზი ჯაღმაიძე მთავარ არხთან კომენტარს არ აკეთებს, დუმს მისი მეგობარი შიოც.

მამა ანდრია ჯაღმაიძის ბიოგრაფიაში შავი ეპიზოდების განხილვა 2 წლის წინ მიტროპოლიტმას პეტრე ცაავამ სინოდის სხდომაზეც დააყენა, თუმცა მაშინ მღვდელმტავარმა კრებისგან უარი მიიღო - შეესწავლათ უმძიმესი საკითხი, რომლის გამოც საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით სასულუიერო პირს წოდებას უუქმებენ. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა დეკანოზის გავლენა პატრიარქის სამდივნოში. თეთრი სამღვდელოების შავ წარსულზე კი ხმამაღლა ვერც ახლა ლაპარაკობენ სინოდის გავლენიანი წევრები.    

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი