თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი იწყება. ოლიგარქის სასამართლო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.
საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძემ შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.
48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პირველ ფოტოს სასამართლო დარბაზიდან აკაკი გვიანიძე ავრცელებს.